Accessibility links

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ COVID-19-ზე საეჭვო პაციენტებს შორის ერთი ექიმია


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, ექიმს, რომელიც ახალი კორონავირუსის ნიშნებით ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსდა, ჯერ მხოლოდ სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული და ამიტომ იგი ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევად არ ითვლება:

„ჩვენთან გაკეთდება მოლეკულური ანალიზი, ანუ PCR ტესტირება და თუ PCR ტესტირებით მივიღეთ დადებითი, მხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ ჩემი კოლეგა არის დადასტურებული”-უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, აღნიშნული პირი არ არის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი.

„ჩემი მედპერსონალი არ არის არც ერთი დაინფიცირებული“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

2 აპრილის 11:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG