Accessibility links

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები კორონავირუსის პანდემიის შესახებ იმსჯელებენ


ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები 2 აპრილს იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორია თითოეული წევრი ქვეყნის პასუხი გლობალური პანდემიის მიმართ. ისინი კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ალიანსი კვლავაც მზად არის დაიცვას თავი ნებისმიერი მუქარისგან.

პირველად ალიანსის ისტორიაში მინისტრების შეხვედრა გაიმართება ვიდეოკონფერენციის ფორმით. ვირტუალური ფორმატი შეირჩა კორონავირუსის გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით შემოღებული, მოგზაურობის და ფიზიკური ურთიერთობის შეზღუდვის გამო.

საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც 30-წევრიან სამხედრო გაერთიანებას წარმოადგენენ, დაწვრილებით განიხილავენ პანდემიასთან ბრძოლის კოორდინირების გზებს და გაიმეორებენ, რომ ნატო მზად არის პასუხი გასცეს აგრესიის ნებისმიერ აქტს.

„ამასთან ერთად, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი უმთავრესი ამოცანის შესრულებას - საიმედო და ქმედით თავდაცვასა და შეკავებას“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 1 აპრილს ვირტუალურ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ „ჩვენი მთავარი მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ ჯანმრთელობის კრიზისი არ გადაიქცეს უსაფრთხოების კრიზისად". ალიანსი ესწრაფვის თავიდან აიცილოს პანდემიის შესახებ დეზინფორმაცია, რაშიც ბევრი რუსეთსა და ჩინეთს ადანაშაულებს.

ალიანსის მინისტრები იმსჯელებენ ნატოს მისიაზე ერაყში და ავღანეთში, ასევე მიესალმებიან ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელიც გასულ კვირაში გახდა ნატოს წევრი.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსა და უკრაინისათვის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. „მოველი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს დაუჭერენ საქართველოსა და უკრაინისათვის დახმარების ახალ პაკეტს“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 1 აპრილს გამართულ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG