Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი: პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მეორე ნახევრიდან


დაახლოებით 10 აპრილამდე სიტუაცია იქნებოდა მზარდი მაგრამ კონტროლირებადი, ჩვენ მივყვებით ჩვენს მიერ დადებულ გეგმას და სიტუაცია დღეს მაინც კონროლირებადია,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, ბოლოს გამოვლენილი 10 პაციენტის ძირითადი კომპაქტები ეპიდემილოგების მიერ უკვე მიკვლეულია. რაც სიტუაციის კონტროლს მოწმობს.

„მათი უმეტესობა არის ან უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან იმ საკარანტონო ზონებიდან, რომლებშიც ჩვენი პაციენტები არიან განთავსებული“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

რომლის განმარტებითაც, ეს აძლევს მას საფუძველს თქვას, რომ ქვეყანაში „განგაშის ზარების შემოკვრის დრო არ არის“, მაგრამ არსებობს ღონისძიებების გამკაცრების საფუძველი.

„აქედან გამომდინარე ჩვენ ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მეორე ნახევრიდან, იმისდა მიხედვით რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფოს გუნდის მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან აღსრულების ნაწილში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი სიტყვებით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენი ინფიცირებული პაციენტი იქნება აპრილის ბოლოსთვის და მაისში და როგორც მოხდება პიკური პერიოდის შეკავება.

2 აპრილის 14:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG