Accessibility links

საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით მყოფ 80 წლის პაციენტს დადებითი დინამიკა აქვს


COVID-19 -ით დაავადებული 80 წლის ქალის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია და დადებითი დინამიკა აქვს. ამის შესახებ დღეს 2 აპრილს მედიას აცნობა თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. მისი განმარტებით, ამ პაციენტის ჰემოდინამიკა გახდა სტაბილური, გაუმჯობესდა სუნთქვის პარამეტრები და უკეთესია ნევროლოგიური სტატუსი.

ამავე კლინიკაშია კიდევ ერთი ინფიცირებული, 79 წლის ქალი მარნეულიდან. ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი.

ამ დროსითვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება სულ 22 ინფიცირებული პაციენტი. მათ შორის 67 წლის მარნეულელი ქალი, რომლის მდგომარეობა ყველაზე კრიტიკულად ფასდებოდა, თუმცა, ბოლო 24 საათია სუნთქვის აპარატი აღარ სჭირდება და მალე თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG