Accessibility links

თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა COVID-19-ზე ტესტირება მეორედ ჩაიტარა


აშშ-ის პრეზიდენტს კორონავირუსით ინფიცირება არც განმეორებითი ტესტირებით დაუდგინდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იტყობინება.

დონალდ ტრამპის პირადი ექიმის, შონ კონლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა გამოკვლევა 2 აპრილს ჩაიტარა ახალი ექსპრეს-ტესტით, რომლის შედეგი მზად იყო 15 წუთში. ექიმის განცხადებით, პრეზიდენტი ჯანმრთელია და არანაირი სიმპტომები არ აქვს.

თავად დონალდ ტრამპმა 2 აპრილს, საღამოს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აინტერესებდა ენახა, რამდენად სწრაფად მუშაობს ექსპრეს-ტესტი.

აშშ-ის პრეზიდენტმა კორონავირუსზე ტესტირება პირველად მარტში ჩაიტარა ბრაზილიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, რადგან როგორც გაირკვა, დელეგაციის ერთ-ერთი წევრი COVID-19-ით იყო დაავადებული.

მსოფლიოში, სადაც კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა უკვე მილიონს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა. იანვრიდან შეერთებულ შტატებში დაავადდა 245 ათასზე მეტი ადამიანი. 6 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG