Accessibility links

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჯარიმა შემოიღეს კარანტინის წესების დარღვევისთვის


ცხინვალი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ 100-დან 20 000 რუსულ რუბლამდე ჯარიმა დააწესა კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ გამოცხადებული კარანტინის დარღვევისთვის. რეჟიმის დაცვის გაკონტრლება დე ფაქტო შსს-ს დაავალეს.

ოკუპირებულ რეგიონში 13 აპრილამდე გამოცხადებული კარანტინი მუშაობას უკრძალავს სავაჭრო ობიექტებს სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა, გასართობ და სპორტულ დაწესებულებებს, რესტორნებს, კაფეებს, სასტუმროებს და სილამაზის სალონებს. დაკეტილია სკოლები. დე ფაქტო ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობისგან მაქსიმალურ თვითიზოლაციასაც მოითხოვს.

კარანტინის წესების დარღვევისთვის „რიგითი მოქალაქეები“ 100-დან 500 რუბლამდე თანხით ჯარიმდებიან, „თანამდებობის პირები“ 500-დან 1000 რუბლამდე, ხოლო იურიდიული პირები 10 000-დან 20 000 რუბლამდე.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა ირწმუნება, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. მისივე ინფორმაციით, ტესტირების საშუალებები რუსეთიდან მიიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG