Accessibility links

საქართველოში COVID-19-ით დაავადების 14 და გამოჯანმრთელების 1 ახალი შემთხვევაა


საქართველოში 148-მდე გაიზარდა COVID-19-ით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

განახლებული მონაცემები 3 აპრილს, 10:00 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge. წინა დღის მონაცემებით, დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 134 იყო.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ ერთი ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამ დროისთვის 27-ია.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში დადასტურებული 148-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. 27 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 119 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG