Accessibility links

მარინა ეზუგბაია: ახალი პაციენტებიდან პნევმონია 5-ს აღენიშნება


მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკაში 11 პაციენტი განთავსდა, მათგან 5-ს აღენიშნება პნევმონია, თუმცა არა მძიმე ფორმებით:

„დანარჩენებთან პნევმონია არ არის, ჯერჯერობით ამ პაციენტებთან ჩატარებული ანალიზებისა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემების შეჯერებით შეიძლება ვთქვათ, რომ საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები არიან. თუ დაავადება ასე გააგრძელებს მიმდინარეობას და პროგრესირება არ მოხდება, მათთან ალბათ გამოჯანმრთელების პერიოდი უფრო მალე დადგება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თანახმად, ამ დროისათვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით 40 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5-ის მდგომარეობაა მძიმეა, ხუთიდან 2-ის კი კრიტიკული, სტაბილიზაციის ნიშნებით.

3 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების148 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, განიკურნა - 27.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში დადასტურებული 148-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. 27 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 119 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG