Accessibility links

მსოფლიო ბანკმა $1,9 მილიარდი გამოყო 25 განვითარებადი ქვეყნის დასახმარებლად


დედიდ მალპასი

კორონავირუსის პანდემიის გასამკლავებლად მსოფლიო ბანკი 1,9 მილიარდი დოლარით დაეხმარება მსოფლიოს 25 განვითარებად ქვეყანას. ამ ფონდიდან ყველაზე დიდ დახმარებას - $ 200 მილიონს მიიღებენ პაკისტანი და შემდეგ ავღანეთი - $ 100 მილიონს.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი დევიდ მალპასი აცხადებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ფინანსური ინსიტიტუტი - საერთაშორისო სავალუტო ფუნდი - $160 დოლარს გამოყოფს მომდევნო 15 თვის განმავლობაში საჭირო გლობალური ფინანსური დახმარებისათვის.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ გავაძლიეროთ განვითარებადი ქვეყნები, რათა მათ შეძლონ COVID-19-ის პანდემიასთან გამკლავება და მოკლე დროში დაიწყონ ეკონომიკური და სოციალური გაჯანსაღება“, - განაცხადა მალპასმა.

მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარების ფარგლებში იგეგმება კორონავირუსთან საბრძოლველად საჭირო არსებითი სამედიცინო მოწყობილობის, მათ შორის სანიტარული ნიღბებისა და ვენტილიატორების შეძენა. 25-ი განვითარებადი ქვეყნის შემდეგ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აპირებენ დაეხმარონ ამ კატეგორიაში შემავალ დანარჩენ 40 ქვეყანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG