Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ რუსეთის ინიციატივის გაუთვალისწინებლად მიიღო რეზოლუცია პანდემიასთან ბრძოლის შესახებ


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „გლობალური სოლიდარობა კორონავირუსულ დაავადებასთან ბრძოლაში“.

გაეროს წევრი სახელმწიფოების მოწოდებაა COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება და ინფორმაციის, სამეცნიერო ცოდნისა და უახლესი გამოცდილებების ერთმანეთისთვის გაზიარება. რეზოლუცია ხაზს უსვამს ახალი სახეობის ვირუსთან ბრძოლის პროცესში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის როლს.

რუსეთს სურდა, გაეროს გენერალურ ასამბლეას მიეღო რეზოლუციის სხვა ვარიანტი, რომლის თანახმად, მსოფლიომ უარი უნდა თქვას სავაჭრო ომებსა და გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით დაწესებულ ცალმხრივ სანქციებზე.

გაეროში რუსეთის წარმომადგენლობამ რეზოლუციის ამ ვარიანტის დაბლოკვაში ბრალი დასდო აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირს, საქართველოსა და უკრაინას: „სამწუხაროა, რომ სანქციების აპოლოგეტი ქვეყნების მცირე ჯგუფი არ აღმოჩნდა მზად დაეთმო საკუთარი პოლიტიზებული მიდგომები და ინტერესები და ამის შედეგად ახალი პანდემიის საფრთხეზე გლობალური და სოლიდარული პასუხი გაცილებით რთული იქნება და შესაძლოა, დაზარალდეს უამრავი ადამიანი, პირველ ყოვლისა, განვითარებად ქვეყნებში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG