Accessibility links

დაირღვევა შეზღუდვები, თუ გვექნება მასობრივი შეკრება ეკლესიებში და 21-დან 6 სთ-მდე გადაადგილება


მაია ცქიტიშვილი

3 აპრილს მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილს დაუსვეს შეკითხვა იმის შესახებ, დაირღვევა თუ არა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ სააღდგომო რიტუალზე დასასწრებად მრევლი ტაძრებში მივა 21 საათამდე და დარჩება დილის 6 საათამდე, როგორც ამას მათ სასულიერო პირების ნაწილი ურჩევს.

„კომენდანტის საათის პირობები არის ძალიან მკაფიო. და გადაადგილება 21 საათიდან დილის 6 საათამდე არ არის ნებადართული. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტი ადამიანის შეკრება. შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით პასუხი კითხვაზე არის, რომ, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება ეკლესიაში თუ ნებისმიერ სხვა სივრცეში და, რა თქმა უნდა, თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21 საათიდან დილის 6 საათამდე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მისი თქმით, ქვეყანაში დაწესებული კომენდანტის საათიც, საგანგებო მდგომარეობაც და კარანტინიც ყველაზე ვრცელდება, მათ შორის, სასულიერო პირებზე:

„ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობის სახეობებს, ვირუსი ვერ ცნობს სტრატეგიული დარგის ობიექტს თუ საჯარო მოხელეს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს. და სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება, რომ მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხო დისტანცია ერთმანეთისგან, მაქსიმალურად შევაკავოთ ვირუსის გავრცელება საქართველოში, ყველა ადამიანმა, ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა დაიცვას ეს პირობები“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

იგი ამბობს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები არ აპირებენ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას.

3 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების148 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, განიკურნა - 27.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში დადასტურებული 148-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. 27 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 119 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG