Accessibility links

პაატა იმნაძე: გვყავს 1 ახალი ხანდაზმული პაციენტი, რომელიც შინიდან გარეთ არ გადიოდა


პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში COVID-19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან საყურადღებოა ერთი. იგი შეეხება 80 წლის ადამიანს, რომელიც, პაატა იმნაძის თანახმად, შინიდან გარეთ არ გადიოდა:

„ეს არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაციენტთან, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გამოდიოდა და მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ. ამიტომ ამ შემთხვევას განსაკუთრებით ყურადღებით ველოდებით, მოკვლევას ამ შემთხვევისა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ამ შემთხვევის ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს, დანარჩენი ახალი შემთხვევების კონტაქტები კი დადგენილია:

„ესენია ეგრეთ წოდებული ბანკის საცავის კლასტერების გაგრძელება, კონტაქტების მოძიების შედეგად დადგენილი. კიდევ ერთი შემთხვევა ასევე დაკავშირებულია ბოლნისის გაგრძელებასთან და სხვა“, - განაცხადა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ.

3 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების148 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, განიკურნა - 27.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში დადასტურებული 148-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. 27 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 119 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG