Accessibility links

აზერბაიჯანის მოქალაქეებს ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემდეგ შეეძლებათ შინიდან გასვლა


კარანტინი ბაქოში

აზერბაიჯანის მოქალაქეებს შინიდან გასვლა შეეძლებათ მას შემდეგ, რაც გააგზავნიან ტექსტური შეტყობინებას, რომელშიც ჩაწერენ პირად ნომერს და მიზეზს, თუ რატომ გადიან გარეთ.

ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შევა 5 აპრილს, და რომელის მიზანია კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გაკონტროლება.

5 აპრილიდან აზერბაიჯანის მოქალაქეებმა თავიანთი პირადი ნომრის და გასვლის მიზეზის შესაბამისი რიცხვის შემცველი ტექსტური შეტყობინება უნდა გააგზავნონ ნომერზე, 8103, განაცხადა ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენლმა.

შეტყობინების გაგზავნა უფასოა რიცხვი 1, ექიმთან წასვლას აღნიშნავს, 2-პროდუქტის საყიდლად, აფთიაქში, ბანკში ან ფოსტაში წასვლას, რიცხვ 3-ს მიუთითებენ, როცა ახლო ნათესავის დასაფლავებაზე მიემგზავრებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG