Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი 2021 წელს აღარ გაიმართება


მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2021 წლის სპორტული კალენდრიდან სეზონის მთავარი შეჯიბრება ამოიღო და 2022 წლისთვის გადაიტანა.

მსოფლიოს ჩემპიონატი მომავალ წელს, ზაფხულში უნდა გამართულიყო, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ იუჯინში, მაგრამ ორგანიზატორები და ფედერაციის ხელმძღვანელები თარიღის შეცვლაზე მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სწორედ 2021 წლის ზაფხულისთვის გადადო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები.

კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადატანილი ოლიმპიადა მსოფლიოს კიდევ ერთ ჩემპიონატს ემთხვევა - იმავე ზაფხულში უნდა გამოვლინდნენ მსოფლიოს ჩემპიონები სპორტის საწყლოსნო სახეობებშიც, მაგრამ დიდი ალბათობით, ისიც გადაიდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG