Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: გარდაცვლილს მძიმე თანხმლები დაავადებები ჰქონდა. ის ბოლნისში დაინფიცირდა


საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით პირველი გარდაცვლილის მდგომარეობა პირველივე დღიდან კრიტიკული იყო. 79 წლის ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, - უთხრა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნებოდა, სადაც სულ 5 შემთხვევა დაფიქსირდა. მას კონტაქტი ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ და ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე მივიდნენ, შემდეგ კი რელიგიურ დღესასწაულს დაესწრნენ. გარდაცვლილი პირველი ინფიცირებულის ნათესავია. ინფექციის ჯაჭვი ჩვენთვის სრულადაა ცნობილი, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG