Accessibility links

ამირან გამყრელიძე: საგანგებო მდგომარეობა ეხება ყველას, მათ შორის, ეკლესიას


ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა. აკრძალულია ბევრი ადამიანის თავშეყრა. ეს ეხება ყველას, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით და დასძინა: - „ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც დღეს მთლიანად საზოგადოებისთვისაა გაცემული. ჩვენი ყველას მიზანია, მოსახლეობა იყოს ჯანმრთელი“.

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიამ და საპატრიარქომ უკვე გააკეთეს მნიშვნელოვანი განცხადებები, სადაც „ძალიან ბევრი რეკომენდაცია გაითვალისწინეს, რომელსაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. ამიტომ, წინ ნუ დავუსწრებთ მოვლენებს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG