Accessibility links

კორონავირუსით გარდაცვლილ 79 წლის ქალს განსხვავებული წესით დაკრძალავენ


დღეს, 4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გარდაიცვალა. 79 წლის ქალს განსხვავებული წესით დაკრძალავენ. დაკრძალვის წესებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ილაპარკა.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების გამო გვამი სპეციალური დამუშავების შემდეგ სპეციალურ ჩანთაში უნდა მოთავსდეს, შემდეგ კი ჩანთით სამედიცინო სივრცეში ცალკე გამოყოფილ ადგილას მოათავსებენ. სათავსოში ჩანთას გაუკეთდება სპეციალური ნიშნული.

საქართველომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები შეიმუშავა

გვამის სათავსოში დაყოვნების დროს ჩანთა მუშავდება. მაქსიმუმ ერთ საათში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს განუმარტავენ სარიტუალო ღონისძიების ჩატარების წესს.

"სასურველი და აუცილებელია, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე ვადაში და არ იყოს ამ დროს ტრადიციული, დიდი მისამძიმრებები და არ არის სასურველი შესაბამისი სარიტუალო სუფრები", - თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული სულ 157 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 28 გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG