Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს. ზომები შესაძლოა გამკაცრდეს


გარდაცვალების ამ შემთხვევამ უნდა დაგვარწმუნოს, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და ნაბიჯების სიმკაცრე არ არის ვიღაცის სურვილი. ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიცვას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა კორონავირუსით გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და თქვა, რომ მომხდარი ფაქტი უკიდურესად საგანგაშოა. „ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლები ვართ, პირველ რიგში, ჩვენი მშობლების, მოხუცებულების წინაშე. მომხდარი არის ის ზარი, რომელიც ყველა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა: - „თუ შემდგომი ღონისძიებების გამკაცრება იქნება საჭირო, ჩვენ ამ ღონისძიებებს გავამკაცრებთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG