Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთი უარყოფს რუსეთის მტკიცებას, რომ სამეფომ დატოვა ნავთობის მოპოვების შესახებ შეთანხმება


საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტმა უარყო რუსეთის მტკიცება, რომ სამეფომ დატოვა ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმება მარტში. პრინც აბდულაზიზ ბინ სალმანის სიტყვები მოჰყავს 4 აპრილს საუდის არაბეთის SPA-ს სააგენტოს, რაც წარმოადგენს რუსეთის მტკიცებაზე პასუხს.

რუსეთთან კამათის თაობაზე კომენტარი გაკეთა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინც ფაიზალ ბინ ალ საუდმა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება OPEC+ შეთანხმებიდან სამეფოს გასვლის შესახებ, არასწორია, და რომ რუსეთია ის ქვეყანა, რომელმაც დატოვა შეთანხმება, იტყობინება სააგენტო SPA.

რუსეთსა და საუდის არაბეთს უთანხმოება აქვთ მას მერე, რაც გასულ თვეში ვერ მოახერხეს შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირების გარშემო.
მას შემდეგ კორონავირუსის პანდემია კიდევ უფრო გავრცელდა და საწვავის ფასი მკვეთრად დაეცა.

ნავთობის მომპოვებელი ქვეყნები ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში (OPEC) და მათი მოკავშირეები, როგორიცაა რუსეთი, განიხილავდნენ წარმოების შემცირების საკითხს, რათა თავიდან აეცილებინათ მკვეთრი გაიაფება. ამგვარ შეთანხმებას სჭირდებოდა ეგრეთ წოდებული OPEC Plus-ისა და იმ ქვეყნების მონაწილეობა შეთანხმებაში, რომლებშიც მოპოვებას სახელმწიფო არ აკონტროლებს, მათ შორის, აშშ-ისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG