Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: 20 ივნისთან დაკავშირებით ომბუდსმენის დასკვნაში ახალი ვერაფერი ვნახე


გავეცანი სახალხო დამცველის დასკვნას 20 ივნისთან დაკავშირებით და იქ ახალი ვერაფერი ვნახე. ამ დასკვნამ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით - რომ სახელმწიფოს ჰქონდა ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისის ღამეს არ გაცემულა.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციელებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით შეიძლება რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ამის ლეგიტიმური უფლება ჰქონდათ. პროპორციულობის ნაწილში შევთანხმდით და ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის გამოძიების საგანი. ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტი თავდასხმისგან, ქალაქიც და ჩვენი ქვეყნის მომავალიც დიდი არეულობისგან“, - თქვა გიორგი გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG