Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის გარეუბანში პრეზიდენტის დაცვის წევრი მოკლეს


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, შეიარაღებულმა პირებმა ქაბულის გარეუბანში მოკლეს პრეზიდენტის დაცვის სამსახურის წევრი.

სამინისტროს წარმომადგენლის, თარიყ არიანის თქმით, 3 აპრილს გვიან, ქაბულის გარეუბან ფაღმანში მოხდა თავდასხმა, რომლის დროსაც პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ერთი წევრი მოკლეს და მეორე დაჭრეს. არ არის ცნობილი, ასრულებდნენ თუ არა ისინი სამსახურებრივ მოვალეობას. არიანის თქმით, გამოძიება დაიწყო. პასუხისმგებლობა არავის უკისრია მომხდარისთვის.

ჩვეულებრივ, ამგვარი თავდასხმის უკან თალიბანი იდგა ხოლმე. აშშ-ის მიერ გაწვრთნილი პრეზიდენტის დაცვის სამსახური პრეზიდენტ აშრაფ ღანის ელიტარულ გვარდიას მიეკუთვნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG