Accessibility links

“გარდაცვლილი 15 კილოს იწონიდა, ბევრი ქრონიკული დაავადება ჰქონდა“ - ლალი ტურძელაძე


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში კორონავირუსით გარდაცვლილის მდგომარეობა დაწვრილებით აღწერა.

მისი თქმით, 79 წლის ქალს კახექსია ჰქონდა და 6-7 თვის განმავლობაში წონაში ძალიან დაიკლო - კლინიკაში შეყვანისას კუნთები მთლიანად ჰქონდა განლეული და 12-15 კილოს იწონიდა. „პაციენტს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, გულის კუნთის სერიოზული დაავადება, ყველა სარქველის უკმარისობა, ჰქონდა სეფსისი, სეპტიური შოკი და ბოლოს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა და პაციენტი ამით დაიღუპა თანდართულ კორონავირუსთან ერთად“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

„ასეთი იყო ეს პაციენტი, უმძიმეს მდგომარეობაში და დღემდე ჩვენ ამ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით. დღეს, დილით, სამწუხაროდ, გარდაცვალება დაფიქსირდა“, - თქვა ტურძელაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG