Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაშვების შემდეგ დააპატიმრეს


პოლიცია და შინაგანი ჯარი ბაქოს ქუჩებში, 2020 წლის აპრილი
პოლიცია და შინაგანი ჯარი ბაქოს ქუჩებში, 2020 წლის აპრილი

აზერბაიჯანის ოპოზიციური სახალხო ფრონტის წევრი პოლიციამ დააპატიმრა ერთ დღეში მას მერე, რაც გაუშვეს ფსიქიატრიული კლინიკიდან, სადაც ის თავისი ნების წინააღმდეგ იმყოფებოდა სამი დღის განმავლობაში.

აქილ ჰუმბათოვის ცოლმა, აიგუნ ჰუმბათოვამ უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ მისი ქმრის თანამშრომლების თანახმად, აქილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა ორმა პირმა დააკავა ბაქოში 2 აპრილს. ჰუმბათოვას თქმით, მან ვერ დაადგინა ქმრის ადგილსამყოფელი და ბაქოს პოლიციამ არ მიაწოდა ინფორმაცია დაპატიმრების მიზეზზე.

ჰუმბათოვმა ადრე რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაპატიმრება მოხდა 30 მარტს, ერთი დღის შემდეგ, რაც მან ფეისბუკით გააკრიტიკა ილჰამ ალიევი უსახსრო ბავშვების უფლებების უგულებელყოფისთვის, რომ მათ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება. იმავე დღეს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჰუმბათოვი ფსიქიატრიულ კლინიკაში უნდა მოეთავსებინათ, რადგან მოწმეების ჩვენებით, ის გარეთ შარვალს იხდიდა.

1 აპრილს ჰუმბათოვი გამოუშვეს. მან კლინიკის პირობები აღწერა, როგორც „არაადამიანური“ და „საშინელი“.

ალიევის მიმართ კრიტიკულად განწყობილები ამბობენ, რომ ხელისუფლება ხშირად ახშობს სხვაგვარად მოაზროვნეების ხმას, საპატიმროში ათავსებენ ოპოზიციურ ჟურნალისტებს, უფლებადამცავებს და სამოქალაქო საზოგადოების დამცველებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG