Accessibility links

რუსეთში საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა


რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს თქმით, ბუნებრივი აირის აფეთქებას საცხოვრებელ სახლში, მოსკოვიდან 85 კილომეტრში მდებარე ორეხოვო-ზუევოში, სულ მცირე, ერთი ადამიანის სიკვდილი და მეორის დაშავება მოჰყვა. აფეთქებამ დააზიანა არაერთი ბინა შენობაში.


აფეთქების ფონია მოსკოვსა და მისი შემოგარენის ქალაქებში კორონავირუსის გამო მკაცრი კარანტინი, რომლის მიხედვით, მოსახლეობა ბინებში უნდა დარჩეს.

სამინისტროს თანახმად, აფეთქება მოხდა ხუთსართულიანი სახლის მესამე სართულზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG