Accessibility links

ლევან რატიანი: 13 წლის ბავშვის და 2 ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა სტაბილურია


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ილაპარაკა. მისი ცნობით, 13 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ინფექციონისტებისა და პედიატრების მეთვალყურეობის ქვეშაა. მკვეთრად დადებითია 62 წლის პაციენტის მდგომარეობა. „ის ჩამოვა აუცილებლად ხვალ დღისათვის თერაპიის განყოფილებაში და გააგრძელებს მკურნალობას თერაპევტებთან და ინფექციონისტებთან ერთად“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე ინფორმაციით, 80 წლის პაციენტს ე.წ. რომანოვების კლასტერიდან დღეს ფილტვის ვენტილაციის აპარატიდან მოხსნიან, რადგან მისი ჯანმრთელობის ვითარება ბევრად გაუმჯობესდა. მკვეთრად დადებითია 22 კვირის ორსულის მდგომარეობაც. რაც შეეხება მეორე ორსულს, რომელიც 19 წლისაა და 8 კვირის ორსულია, „აქაც ფიზიოლოგიურ პარამეტრებშია როგორც ნაყოფი, ასევე დედა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG