Accessibility links

თურქმენეთის მთავრობამ სურსათის ნაკლებობის გამო ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს ფქვილი დაურიგა


რიგი მაღაზიასთან. თურქმენეთი, აშხაბადი, 2020 წლის მარტი

თურქმენეთის ხელისუფლებამ სურსათის ნაკლებობის გამო საპროტესტო გამოსვლის გაბრაზებული მონაწილეები დააშოშმინა და მათ ფქვილი დაურიგა.

რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, 30-მდე ქალი გავიდა ქუჩაში თურქმენეთის მარის რეგიონში, სამხრეთ აღმოსავლეთში და პროტესტი გამოხატეს სუბსიდირებული ფქვილის დეფიციტის გამო. ქალაქ მარის დასავლეთ უბანში შეკრებილებმა მცირე ხნით გადაკეტეს ავტომაგისტრალი, რომელიც რაიონს დედაქალქ აშხაბადთან აკავშირებს. შემდეგ ისინი გაემართნენ ადგილობრივი მთავრობს შენობისკენ.

მათი პროტესტი დასრულდა მას მერე, რაც მთავრობამ ორგანიზება გაუკეთა თითოეული დემონსტრანტის ორი კილოგრამი ფქვილით დასაჩუქრებას.

თურქმენეთის მოსახლეობა თქვილის დეფიციტს განიცდის უკვე სამი წელიწადია, მაგრამ ახლა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამო შეზღუდვების პირობებში, არ დაუშვან კორონავირუსის გავრცელება, გართულდა სურსათით მომარაგება. შეზღუდვები შეეხო საგზაო ტრანსპორტს, დაკეტილის საზღვრები და არ ხერხდება მეზობელი სახელმწიფოებიდან საქონლის იმპორტი.

თურქმენეთს1500 კილომეტრიანი საზღვარი აქვს ირანთან, რომელიც პანდემიამ ძლიერად დააზარალა.

ამასთან, თურქმენეთის მთავრობა არ ასახელებს კორონავირუსის არცერთ შემთხვევას, რაც აშხაბადის მონაცემების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG