Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Covid-19-ით დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში 64 ათასს მიაღწია, თითქმის მეოთხედი მილიონია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა


FRANC
FRANC

ჩინეთში 4 აპრილს კორონავირუსის შედეგად დაღუპული ათასობით ადამიანის ხსოვნას მიაგეს პატივი და ქვეყანაში გლოვის დღე იყო. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კვლავ მძვინვარებს პანდემია და არნახულ ზარალი მიადგა ეკონომიკას.

4 აპრილის მონაცემებით ჩინეთში 82 500 შემხვევა აღირიცხა, გარდაცვლილთა რაოდენობა 3330-ია. ექსპერტები უნდობლად არიან ამ მონაცემების მიმართ და თვლიან, რომ რადგან სახელმწიფო მედია კონტროლდება და უცხოეთის მედიას არ აქვს მონაცემებზე წვდომა, ეს რიცხვები შეიძლება სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, CIA, თებერვლის შემდეგ აფრთხილებდა თეთრ სახლს, რომ ჩინეთი კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების რიცხვის შესახებ მცდარ ცნობებს ავრცელებდა და ნაკლებ რაოდენობას იტყობინებოდა.


ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 4 აპრილს მსოფლიოში შემთხვევების რაოდენობამ გადააჭარბა 1,8 მილიონს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 64 ათასს მიაღწია.

გამოჯანმთრელებულთა რაოდენობა, ამავე მონაცემებით 244 246-ია.

აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 300 ათასია, ხოლო დაღუპულების რიცხვი 8000-ი. AFP-ის თანახმად, ევროპაში გარდაცვლილების რაოდენობა 45 ათასია, რომლის მესამედზე მეტი, 15300 იტალიაზე მოდის, 11700 ესპანეთზე, 7500 - საფრანგეთზე. ბრიტანეთში კორონავირუსს ემსხვერპლა 4300. ევროპის ეკონომიკურად მოწინავე სახელმწიფოში, გერმანიაში დაავადებულთა რაოდენობა 90 ათასს გადასცდა, 26 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა. 1330-ია დაღუპულთა რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG