Accessibility links

საჩხერის მერის მეუღლეს, რომელიც ინფექციონისტია, კორონავირუსი დაუდასტურდა


ინფორმაცია საკუთარი მეუღლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ თავად საჩხერის მერმა, ბენიამინე ფალავანდიშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს, ინფექციონისტად და, სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდა. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება. მერის მეუღლეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი ჰქონდა, რის გამოც აუღეს ანალიზები. ის ახლა კლინიკაში ბოქსირებულ პალატაშია გადაყვანილი. საჩხერის მერის ინფორმაციით, ოჯახის წევრები იზოლაციაში არიან. ის ასევე ადასტურებს, რომ როგორც მერს, კონტაქტი ჰქონდა მოქალაქებთან, თუმცა რეკომენდაციებს იცავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG