Accessibility links

პაკისტანი აპირებს გაასაჩივროს დენიელ პერლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის გამამართლებელი განაჩენი


აჰმედ ომარ საიიდ შეიხი, დენიელ პერლის გატებასა და თავის მოკვეთაში ეჭვმიტანილი, სასამართლოში მიჰყავთ, ყარაჩი, 2002 წლის მარტი

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისლამაბადის მთავრობა საჩივარს შეიტანს სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც შეუცვალა განაჩენი და ბრალდება ბრიტანეთში დაბადებულ ისლამისტს, რომელიც 2002 წელს „უოლ სტრიტ ჯორნალის“ კორესპონდენტის, დენიელ პერლის გატაცებასა და მკვლელობაშია ბრალდებული.

საგარეო საქმეთა მინისტრის, შაჰ მეჰმუდ ქურეშის თანახმად, მთავრობა უზენაეს სასამართლოში შეიტანს საჩივარს. ვაშინგტონმა შეშფოთება გამოხატა სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რაც, „ბუნებრივია“, განაცხადა ქურეშიმ. მისი თქმით, ახლა სასამართლოს შეუძლია ან დააკმაყოფილოს აპელაცია, ან არა.

სინდის სასამართლოს მიერ შეიხის გამართლების შემდეგ, 3 აპრილს, ადგილობრივმა მთავრობამ პაკისტანის სინდის პროვინციაში განკარგულება გასცა, რომ ბრალდებული აჰმედ ომარ საიდ შეიხი და მისი სამი თანამებრძოლი, ასევე პერლის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებული პირები, დაეტოვებინათ საპატიმროში სამი თვით „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოსაზრებით“. სასამართლომ გააუქმა სასიკვდილო განაჩენი, რომელიც შეიხს მკვლელობისთვის გამოუტანეს და შეუცვალა ასევე ბრალდება გატაცების მუხლით. მას განაჩენი შვიდწლიანი პატიმრობით შეუცვალეს. დამოუკიდებელ მედიაში გავრცელდა შეფასებები, რომ ეს იყო „მართლმსაჯულებისთვის უარის თქმა“.

აშშ-მა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება წარმოადგენდა „ტერორიზმის მსხვერპლთა შეურაცხყოფას“.

პერლი იყო „უოლ სტრიტ ჯორნალის“ აზიის განყოფილების მთავარი რედაქტორი, როცა ის ყარაჩიში გაიტაცეს და თავი მოჰკვეთეს. პერლი ისლამისტების ისტორიას იკვლევდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG