Accessibility links

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ კარანტინიდან ინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს


ნინო ნიჟარაძე

აჭარის რეგიონში ჯერჯერობით არ ფიქსირდება COVID-19-ის შიდა, უკონტროლო გადაცემის შემთხვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევას არ ველოდებით, - ამის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა შიდა გავრცელების რისკის შესახებ რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, რეგიონში დღემდე გამოვლენილი ყველა შემთხვევა მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია საკარანტინო სივრცესთან: „გარდა ერთეული შემთხვევისა, ვგულისხმობ ამერიკიდან ნამოგზაურებ პირს, რომლის ირგვლივ იყო გარკვეული კითხვის ნიშნები. თუმცა ზედამხედველობის 14-დღიანი პერიოდი უკვე დასრულებულია“.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ კარანტინის ზონიდან ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს. ნინო ნიჟარაძის თქმით, ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, რადგან კარანტინის მიმართულება კარგად კონტროლდება: „თუკი უკონტროლო შემთხვევა დაგვიფიქსირდება და ალბათ, მოსალოდნელია, რომ ეს გვექნება, მაშინ უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება თუნდაც წყაროს და კონტაქტირებულების მოძიებისვის, რომლებიც თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმს დაექვემდებარებიან“.

6 აპრილის 13:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია COVID-19-ის 188 შემთხვევა. მათგან 12 აჭარის რეგიონში. საქართველოს მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი. მათგან 2200-მდე აჭარის რეგიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG