Accessibility links

საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი სპეცრეისით ესპანეთიდანაც დაბრუნდება


ბარსელონის აეროპორტი

კორონავირუს COVID-19-თან საბრძოლველად საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამშობლოში მოქალაქეთა დასაბრუნებლად კიდევ ორი ავიარეისი დაინიშნა:

24 აპრილს თბილისი-ბარსელონა-თბილისი;

27 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისი.

ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული ავიარეისებია:

7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი;

10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი;

12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი;

14 აპრილი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

16 აპრილი - თბილისი-პარიზი-თბილისი;

18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი;

21 აპრილი - თბილისი-რომი-თბილისი.

ავიარეისებს შეასრულებს კომპანია „Georgian Airways“-ი.

ბილეთების გაყიდვა რეისამდე ორი დღით ადრე უნდა დაიწყოს და ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოში მოქალაქეთა დაბრუნება ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე. ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდი, ეგვიპტე, აზერბაიჯანი და სომხეთი.

მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG