Accessibility links

პაატა იმნაძე: ხიბლში ნუ ჩავვარდებით, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან


პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარ მეთოდებსა და გამოცდილებაზე საქართველოს კომუნიკაცია აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასф და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადენლებთან:

„რა თქმა უნდა, ძირითადად, კომუნიკაცია მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ასევე ქსელი გვაქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია „აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი“. ამ ქსელის მეშვეობით კავშირები გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან.

რა თქმა უნდა, ყველაფრის გაზიარება ხდება მუდმივად, მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით. ჯერ ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ასე რომ, ჩვენ ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და წიწილებს კიდევ, შემოდგომაზე ითვლიან“, - განაცხადა პაატა იმნაძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების შეკითვაზე, უზიარებს თუ არა საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თავის წარმატებულ გამოცდილებას სხვა ქვეყნებსაც.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ის 188 შემთხვევა, მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

6 აპრილის 13:30 საათის მონაცემებით, 188-დან 36 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG