Accessibility links

პაატა იმნაძე: ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად


პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას ახალი კორონავირუსისგან დამცავი ფარის სწორად გამოყენებას ურჩევს. მისი განმარტებით, მხოლოდ ფარი საკმარისი არ არის და მასთან ერთად საჭიროა ნიღაბიც:

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან საქართველოში უკვე არის ადგილობრივი წარმოება ფარების. რაც ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. ჯერ ერთი, მარტო ფარი ვერ იცავს, ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად, ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს, ფარიც უნდა გვეკეთოს და ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული. ამიტომ ჰქვია მას ფარი და ფარი არ არის ქუდი, არ უნდა იყოს აწეული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ის 188 შემთხვევა, მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

6 აპრილის 14 საათის მონაცემებით, 188-დან 36 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG