Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში "ცხელების ცენტრებმა" პაციენტების მიღება დაიწყეს


პაციენტების მიღება დაიწყო კახეთის სამედიცინო დაწესებულებებში გახსნილ „ცხელების ცენტრებში“. ორი ასეთი ცენტრი თელავშია და თითო საგარეჯოსა და ლაგოდეხში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამჟამად „ცხელების ცენტრებში“ სულ 14 პაციენტია, რომლებსაც ტემპერატურის მატება აქვთ. მათი ბიოლოგიური მასალა თბილისის „ლუგარის ლაბორატორიაში“ გაიგზავნა და პასუხი დღეს საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

„ნაწილი გადმოყვანილია საკარანტინე სივრციდან, ნაწილი კი ბინიდან. 14-ივეს რესპირატორული ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. ახალი რეგულაციის გათვალისწინებით, ყველა მსგავსი პაციენტის კორონავირუსზე შემოწმება ხდება“, - განმარტა ნელი ხიზანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დრომდე კახეთის რეგიონში COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

6 აპრილის 13:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია 188 შემთხვევა. მათგან 2 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულია 36.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG