Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ დღე-ღამეში 286 ადამიანი 3000 ლარით დაჯარიმდა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 286 პირი საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 3000 ლარით დაჯარიმდა. დღე-ღამეში ჯამში 858 ათასი ლარის ჯარიმა გამოიწერა.

ჯარიმის გამოწერის მიზეზები:

  • ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის - 136 მოქალაქე;
  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო - 82 მოქალაქე;
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის - 9 პირი;
  • მგზავრთა გადაყვანის წესებისთვის - 59 პირი.

დარღვევის გამეორების შემთხვევაში ყველა მათგანს პატიმრობა ემუქრება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით არის გამოცხადებული. გარდა ამისა, დაწესებულია ე.წ. კომენდანტის საათი და გამკაცრებულია ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის მოქალაქეთა გადაყვანის წესები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG