Accessibility links

HRW უერთდება მოწოდებას, რომ აშშ-მა ირანს სანქციები უნდა შეუმსუბუქოს პანდემიის გამო


საერთაშორისო ორგანიზაცია ჰიუმან რაიტს უოჩი (HRW) აშშ-ს მოუწოდებს შეამსუბუქოს ირანის ეკონომიკისთვის დაწესებული სანქციები და გააფართოვოს სანქციებისგან გამონაკლისად მიჩნეული საქონლის ლიცენზირება, რათა ირანისთვის ხელმისაწვდომი გახდეს აუცილებელი ჰუმანიტარული რესურსები კორონავირუსის პანდემიის დროს.

HRW ამ მოწოდებით გამოვიდა 6 აპრილს, იმ ფონზე, როცა თეირანი, რამდენიმე ქვეყანა, გაერო და აშშ-ის ზოგიერთი კანონმდებელი ანალოგიურად ითხოვენ შემსუბუქდეს სანქციები, რომლებმაც შეზღუდა ნავთობის მოგება და მძიმე დარტყმა მიაყენა ირანის ეკონომიკას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანს ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა, მაგრამ ირანის ოფიციალურმა პირებმა ეს შეთავაზება უარყვეს და განაცხადეს, რომ ვაშინგტონმა ამის ნაცვლად უნდა მოხსნას "უსამართლო" სანქციები, რომლებიც დაწესდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი ცალმხრივად გამოეთიშა თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2018 წელს გაფორმებულ მნიშვნელოვან ბირთვულ ხელშეკრულებას.

ირანი კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნაა მსოფლიოში. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა იქ 60,000-ს აჭარბებს, დაღუპულია 3,700-ზე მეტი ადამიანი - თუმცა ბევრი ექსპერტი და ირანის მთავრობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ რეალური მონაცემები შესაძლოა ბევრად მეტი იყოს.

"მაშინ, როცა დრამატულად გაიზარდა ზეწოლა ირანის სუსტ ჯანდაცვის სისტემაზე, აშშ-ის მიერ დაწესებული ფართო ეკონომიკური სანქციები იწვევს მკაცრ საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს, რამაც მნიშვნელოვნად შეკვეცა ქვეყნის შესაძლებლობა დააფინანსოს ჰუმანიტარული იმპორტი, წამლების და სამედიცინო აღჭურვილობის ჩათვლით".

“As the burden on the country’s debilitated health care system has dramatically increased, the broad U.S. economic sanctions resulting in severe international banking restrictions have drastically constrained the ability of the country to finance humanitarian imports, including medicines and medical equipment,” HRW said.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG