Accessibility links

ჯანდაცვის მინისტრი: აგრესიული ტესტირება პრიორიტეტია, მაგრამ გააჩნია კონკრეტული დრო


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, აგრესიული ტესტირება პრიორიტეტია, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ინფიცირებულთა ზუსტი გამოვლენა. ამასთან, როგორც მან განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პირველ ეტაპზე მედპერსონალის ტესტირება დაიწყება.

„აგრესიული ტესტირების შედეგად, ამ ეტაპისთვის რადიკალურ ზრდას არ ველოდებით. ის, რომ ჩვენ შევცვალეთ ალგორითმი და უკვე გარკვეულ მიზნობრივ ჯგუფებსაც ვიკვლევთ, ისეთებს, როგორიცაა მედპერსონალი, არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ აგრესიული ტესტირება დავიწყეთ, ოღონდ მიზნობრივ ჯგუფებში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი სიტყვებით, აგრესიული ტესტირება ეტაპობრივად გაფართოვდება კლასტერების ამოსაცნობად და გამოსაკვლევად.

„პანდემიასთან ბრძოლას გააჩნია გარკვეული გრადაცია, რასაც ჩვენ ძალიან მკაცრად ვაკვირდებით და ვაკონტროლებთ. ყოველ ნაბიჯზე იცვლება ალგორითმები და პრიორიტეტები. აგრესიული ტესტირება პრიორიტეტია ჩვენთვის, უბრალოდ მასაც გააჩნია კონკრეტული დრო და სივრცე - სად და როდის უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ. ვადასტურებ, რომ სახელმწიფოსთვის, სამინისტროსთვის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

6 აპრილის 15:25 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევა. მათგან 2 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულია 36.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG