Accessibility links

აშშ-ის ავიახაზებმა შეამცირეს ნიუ-იორკის რეისები, კორონავირუსის გამო


აშშ-ის ავიახაზები ამცირებენ რეისებს ნიუ-იორკის მიმართულებით და ნიუ-იორკიდან, რადგან კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ამ რეისებზე მოთხოვნამ იკლო.

American Airlines-მა 5 აპრილს გამოაცხადა, რომ ამცირებს რეისებს ნიუ-იორკის JFK და LaGuardia აეროპორტებში, ისევე, როგორც ახლოს მდებარე ნიუ ჯერსისა და ნიუარკში. 9 აპრილიდან 6 მაისამდე პერიოდში ამ აეროპორტებში დღეში მხოლოდ 13 რეისი განხორციელდება - მაშინ, როცა 2019 წლის აპრილში ავიაკომპანია ამ აეროპორტებიდან დღეში 271 რეისს ახორციელებდა. რეისები შეამცირეს სხვა ავიაკომპანიებმაც.

ნიუ-იორკი, აშშ-ის უდიდესი ქალაქი და მისი ფინანსური ინდუსტრიის ცენტრი, ქვეყანაში ყველაზე მეტადაა დაზარალებული კორონავირუსით - ამ დროისთვის იქ აღრიცხულია ინფიცირების 122,909 შემთხვევა, დაღუპულია 4,160 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG