Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი: უკაცრავად გუშინდელი ჩემს უნებლიეთ შექმნილ აჟიოტაჟისთვის


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რას ემსახურებოდა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან ვრცელი მონაკვეთის გამოქვეყნება საკუთარ „ფეისბუკში“.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, მას სურდა საზოგადოებისთვის ერთი მხრივ ეჩვენებინა „მართლაც უაღრესად მდიდარი ენის ნიმუში“ და, მეორე მხრივ, სხვებისთვის მიეცა ბიძგი, წიგნებიდან თავიანთი „აღმოჩენები“ გაეზიარებინათ.

„ამ მძიმე დღეებში მიმაჩნდა რომ ცოტაოდენ განმუხტვა გვჭირდებოდა და მინდოდა ბიძგი მიმეცა სხვისთვისაც საკუთარი წაკითხული წიგნიდან ასევე გაეზიარებინა რამე აღმოჩენა... თურმე ეს გაუგებარი ყოფილა და ... სალანძღავიც კი გახდა ....
ეს არაფერი, ამას მივეჩვიე და ამით ვეღარ გამაკვირვებთ!
უფრო გასაკვირი აღმოჩნდა ის, რომ საკუთარი ქართული ენის გამო სულხან საბა გაილანძღა და ტელეგადაცემის უცნობი გმირიც გახდა... ეს კი თავისავად კარგი შედეგია ... ტელესკოლამ ეს უნდა აიტაცოს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 5 აპრილს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

სალომე ზურაბიშვილის ამ პოსტს „მთავარ არხზე“ გიორგი გაბუნია პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი შეფასებებით გამოეხმაურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG