Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენაკისა და ზუგდიდის აგრარული ბაზრები დაიკეტა


სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ბაზრების დახურვის მიზეზი იმ რეკომენდაციების შეუსრულებლობა გახდა, რომელიც ბაზრების ადმინისტრაციამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღო.

მისი განცხადებით, ფოთის აგრარულ ბაზარში გაცემული რეკომენდაციები სწრაფად გაითვალისწინეს.

„სენაკის და ზუგდიდის ბაზრები დახურულია, რაც შეეხება ფოთს, იქ ფაქტიურად ფუნქციონირებს ერთი დიდი სუპერმარკეტი, „უნივერსამი“ და, ამავე დროს, მინდა აღვნიშნო ის, რომ ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ნაღდ ფულთან კავშირს, ასევე დისტანციის დაცვას. ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის. ჩვენ არ ვაპირებდით ზუგდიდის ბაზრის დახურვას, თუმცა მათ ვერ მოახერხეს რეკომენდაციების დაცვა. რაც შეეხება სენაკს, იქ უფრო რთულად იყო საქმე და ამიტომაც გადაწყდა დახურვა საბჭოს სხდომაზევე“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

6 აპრილის 17:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევა. მათგან 2 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულია 36.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG