Accessibility links

აგრარული ბაზრები თბილისშიც დაიკეტა


კორონავირუს COVID-19-ის მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან, 7 აპრილიდან დროებით დაიკეტა თბილისში არსებული აგრარული ბაზრები. რა ვადით, ჯერჯერობით უცნობია. თბილისის აგრარული ბაზრების დახურვა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია იყო.

მანამდე აგრარული ბაზრები დაიკეტა სამეგრელოს, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში.

7 აპრილის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია COVID-19-ის 195 შემთხვევა. მათგან 39 გამოჯანმრთელებულია. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ქვეყანაში უკვე ფიქსირდება კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG