Accessibility links

მარინა ეზუგბაია: ორივე ახალი პაციენტი 70 წელს გადაცილებულია


მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსის 13 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ორივე შემთხვევა არის ეროვნულ ბანკთან მყოფი კონტაქტები და ორივე ინფიცირებული 70 წელსაა გადაცილებული:

„ერთ-ერთ მათგანს აქვს შაქრიანი დიაბეტი, ამიტომ ორმაგი რისკია ერთგან, ასაკი და თანარსებული დაავადება დიაბეტის სახით, მეორეს - მხოლოდ ასაკი. ეს პაციენტები გუშინ დღის მეორე ნახევარში მოთავსდნენ ჩვენთან და მაშინ დადასტურდა. ახლა გაფართოებული კვლევები ჩატარდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

8 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რიცხვმა 208-ს მიაღწია. მათგან 3 გარდაიცვალა და 46 უკვე გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG