Accessibility links

მარინა ეზუგბაია: მძიმე პნევმონია 2 პაციენტს აქვს


მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის მძიმე პნევმონია 2 პაციენტს აღენიშნება. ამის შესახებ განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, დინამიკაში პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესება შეინიშნება:

„გვყავდა 4 მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომელთაგან 2 უკვე დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაშია გადაყვანილი და ჯერჯერობით 2 გვრჩება კვლავ მძიმე პნევმონიით. თუმცა აქაც უკვე შეინიშნება გაუმჯობესება და ალბათ, იმედი მაქვს, რომ ერთ-ორ დღეში მათაც ჩვეულებრივ განყოფილებებში გადავიყვანთ“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

8 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რიცხვმა 208-ს მიაღწია. მათგან 3 გარდაიცვალა და 46 უკვე გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG