Accessibility links

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში განთავსებული 13 პაციენტიდან საყურადღებოა ერთის მდგომარეობა


მაკა სოლოღაშვილი

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს. კლინიკას გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი პაციენტი არ შემატებია.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, ზოგადად პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და 13-დან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საყურადღებო:

„ზოგადად, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვები განსაკუთრებით კარგად გრძნობენ თავს. ერთი პაციენტი რჩება საყურადღებო. კრიტიკული პაციენტი ჩვენ არ გვყავს“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსის 13 დადასტურებული შემთხვევიდან 6 პაციენტი 18 წლამდე ასაკისაა.

8 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რიცხვმა 208-ს მიაღწია. მათგან 3 გარდაიცვალა და 46 უკვე გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG