Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატიანი: ყველაზე ახალგაზრდა, 42 წლის მძიმე პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია


ლევან რატიანი
ლევან რატიანი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თანახმად, ამ ეტაპზე კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 53 პაციენტი მკურნალობს. ექიმის თანახმად, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობაში დადებითი დინამიკაა, კლინიკაში მყოფი ყველაზე ახალგაზრდა მძიმე პაციენტი კი ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს:

„პაციენტი, 42 წლის, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში ყველაზე ახალგაზრდა მძიმე პაციენტი, ამ ეტაპზე, მინდა გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა.

მისი თქმით, გუშინ PCR მეთოდოლოგიით კვლევები ჩაუტარდათ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალის წარმომადგენლებს და მათ შორის ვირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ლევან რატიანის თქმით, დღეს საუნივერსიტეტო კლინიკას 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

8 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რიცხვმა 208-ს მიაღწია. მათგან 3 გარდაიცვალა და 46 უკვე გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG