Accessibility links

COVID-19-ით დაავადებულ ახალ პაციენტებს შორის 14 წლის მოზარდიცაა


COVID-19 დაუდასტურდა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოთავსებულ 14 წლის მოზარდს. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ. მანამდე კორონავირუსი დაუდასტურდა მოზარდის ოჯახის ორ წევრს.

ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხ ბექაიას ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„გუშინ 25 კვლევა ჩატარდა და ერთი დადებითი პასუხია მიღებული, 24 უარყოფითი. კვლევა ჩვენს თანამშრომლებზეც ჩატარდა, რომლებიც 14- დღიანი გრაფიკით მუშაობენ. მათთან ყველასთან უარყოფითი პასუხია მიღებული“, - უთხრა მედიას მარეხ ბექაიამ.

8 აპრილს, დილით საქართველოში 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 12:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ გამოვლენილია COVID-19-ით დაავადების 208 შემთხვევა. მათგან 48 უკვე განიკურნა. 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG