Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთში მასობრივი ღონისძიებებით აღნიშნეს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე


თურქმენთში, რომლის ხელისუფლებაც აცხადებს, რომ ქვეყნაში არ არის გამოვლენილი კორონავირუსით დაავადების არც ერთი ფაქტი, 7 აპრილს მასობრივი სპორტული სანახაობით აღნიშნეს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე.

ბუნებრივი აირით მდიდარ ცენტრალური აზიის სახელმწიფოში დღემდე აკრძალულია ნებისმიერი საჯარო დისკუსია კორონავირუსის გარშემო, იმ ფონზე, როდესაც პანდემიამ მსოფლიოში 80 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,5 მილიონს მიაღწია.

7 აპრილს სახელმწიფო ტელევიზიით აჩვენეს თურქმენეთის ავტორიტარი პრეზიდენტი, გურბანგული ბერდიმუხამედოვი, რომელიც საერთაშორისო თარიღის აღსანიშნავად ველოსიპედისტეპის ჯგუფთან ერთად გადაადგილდებოდა და ასევე ცხენს დააჭენებდა, რაც მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჰობია.

სახელმწიფო მედიის ცნობით, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებაში თურქმენეთის დედაქალაქში 3500, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით - 7000 ველოსიპედისტი მონაწილეობდა.

გარდა ამისა, ღია სპორტულ მოედნებზე გაიმართა მასობრივი შეჯიბრებები ჭიდაობაში, კრივში, ტანვარჯიშსა და სპორტის სხვა სახეობებში.

როგორ მანამდე იუწყებოდა რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახური, ადამიანები, რომლებიც გასულ კვირაში შეეცადნენ საჯარო სივრცეში კორონავირუსის პანდემიაზე საუბარს, უშიშროების აგენტებმა სწრაფად მოაშორეს იქაურობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG