Accessibility links

100 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში ჩარიცხული თანხა


StopCoV ფონდში 1 დღეში 100 მილიონ ლარზე მეტი ჩარიცხეს და შედეგად თანხის რაოდენობა 23 793 096-დან 124 543 899-მდე გაიზარდა.

„ფეისბუკზე" ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფონდში 100 მილიონი ლარი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გაიღო. რადიო თავისუფლება ცნობის გადამოწმებას ცდილობს.

StopCoV-ფონდი, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, „StopCoV-ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება“.

ონლაინგადარიცხვა შესაძლებელია, როგორც სწრაფი გადარიცხვის მეთოდით, ასევე ინტერნეტბანკით. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG