Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში 1,5 მილიონს გადააჭარბა COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა


კორონავირუს COVID-19-ით მსოფლიოს 209 ქვეყანასა და ტერიტორიაზე უკვე დაავადდა 1 518 773 ადამიანი.

9 აპრილის 8:30 საათისთვის(თბილისის დროით) ასეთ მონაცემებს ფლობს მკვლევრების და მოხალისეების საერთაშორისო ჯგუფი Worldometer-ი, რომელიც პანდემიის შედეგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკვირდება. 1,5 მილიონზე მეტი დაავადებულიდან უკვე გამოჯანმრთელებულია 330 589. გარდაცვლილია 88 505.

დაავადების შემთხვევების რიცხვით კვლავ პირველ ადგილზეა აშშ(435 128), ხოლო გარდაცვალების მაჩვენებლით იტალია(17 669).

9 აპრილის 8:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში სულ დადასტურებულია 211 შემთხვევა. მათგან 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG