Accessibility links

ჩრდილოეთ ოსეთში კარანტინის დროს თმის შეჭრა და მანიკიურის გაკეთება დაუშვეს


ჩრდილოეთ ოსეთში დაუშვეს მანკიურის, პედიკიურისა და თმის შეჭრის მომსახურება, თვითიზოლაციის პერიოდში. ამასთან, სპორტ-ცენტრები და სტომატოლოგიური კლინიკები საქმიანობის განახლებისგან თავის იკავებენ.

რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სერვისის Кавказ.Реалии ცნობით, შესაბამისი ცვლილებები ბრძანებაში რესპუბლიკის მეთაურმა, ვიაჩესლავ ბიტაროვმა შეიტანა. დოკუმენტში, ასევე ასახულია სხვა მითითებებიც. მაგალითად, მსუბუქ მანქანაში არ შეიძლება იმყოფებოდეს ორზე მეტი ადამიანი, გამონაკლისია ოჯახის წევრები.

ასევე, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეებმა, უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია 1,5 მეტრი. ბავშვები კი ქუჩაში მხოლოდ უფროსების თანხლებით დაიშვებიან.

დაწესებული ზომები 19 აპრილამდე მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG